ექსპლუატაციაში ჩაშვება

ჩართვა/გამორთვა

ელექტროხელსაწყოს ჩასართავად ჯერ დააჭირეთ ჩართვის ბლოკირებას (5) მარჯვნივ ან მარცხნივ. შემდეგ დააჭირეთ და დააყოვნეთ ამომრთველი დაჭრილ მდგომარეობაში (6).

განათება აინთება ამომრთველზე ოდნავ ან სრულად დაჭერით (6) და ანათებს სამუშაო ზონას არასაკმარისი განათების პირობებში.

ელექტროხელსაწყოს გამოსართავად აუშვით ამომრთველი (6).

ბრუნების სიხშირის რეგულირება

ჩართული ელექტროხელსაწყოს ბრუნების სიხშირე შეგიძლიათ თანაბრად დაარეგულიროთ, ამისათვის უნდა შეცვალოთ ამომრთველზე (6) დაჭერის ძალა.

ამომრთველზე მსუბუქი დაჭერისას (6) ელექტროხელსაწყო მუშაობს ბრუნების დაბალი სიხშირით. დაჭერის ძალის გაზრდით ბრუნების სიხშირე იზრდება.

ბრუნების საჭირო სიხშირე დამოკიდებულია მასალასა და მუშაობის პირობებზე და შეიძლება განისაზღვროს გამოცდილი გზით.

სვლის სიხშირის შენელება რეკომენდებულია:

  • ხერხის პირის ნამზადთან მიტანისას ხერხის პირის უფრო სწორი პოზიციონირებისთვის,
  • პლასტმასის და ალუმინის ხერხვის დროს მასალის დნობის თავიდან ასაცილებლად.

ბრუნების დაბალ სიხშირეზე ხანგრძლივი მუშაობისას ელექტროხელსაწყოს შეუძლია ძლიერი გადახურება.გამოიღეთ ხერხის პირი ელექტროხელსაწყოდან და გაგრილების მიზნით ჩართეთ ბრუნის მაქს. სიხშირეზე დაახლოებით 3 წუთით.