გამოყენების ინსტრუქცია
- ელექტროხელსაწყოთი ნებისმიერი სამუშაოს შესრულების წინ (მაგ.: ტექნიკური მომსახურება, სამუშაო ხელსაწყოს შეცვლა და ა.შ.) ამოიღეთ აკუმულატორი ელექტროხელსაწყოდან. ამომრთველზე შემთხვევით დაჭერისას ჩნდება ტრავმის მიღების საშიშროება.
- ხერხის პირის გაჭედვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამორთეთ მოწყობილობა.
- მსუბუქი სამშენებლო მასალების გახერხვისას, დაიცავით საკანონმდებლო მოთხოვნები და მასალის მწარმოებლის მოთხოვნები.
ხის, დსპ-ს, საშენი მასალები და სხვა ხერხვის წინ, შეამოწმეთ ისინი უცხო საგნების, როგორიცაა ლურსმნების, ხრახნების და ა.შ. არსებობაზე, გამოიყენეთ შესაბამისი სახერხი პირი.
ჩართეთ ელექტროხელსაწყო და გაწიეთ ნამზადისკენ.დააყენეთ საყრდენი ფირფიტა (2) ნამზადის ზედაპირზე და გახერხეთ მასალა თანაბარი ზეწოლით და მიწოლით. მუშაობის დასრულებისას გამორთეთ ელექტროხელსაწყო.
ხერხის პირის გაჭედვის შემთხვევაში მაშინვე გამორთეთ ელექტროხელსაწყო.ოდნავ განაცალკევეთ ნახერხი შესაბამისი ინსტრუმენტით და გამოწიეთ ელექტროხელსაწყო.
- ჩაღრმავებით რეჟიმის დროს შეგიძლიათ ხერხოთ მხოლოდ რბილი მასალა, როგორიცაა ხე, თაბაშირმუყაო და ა.შ.! არ დაამუშავოთ ლითონის მასალები ჩაღრმავებითი ხერხვით!
ჩაღრმავებით ხერხვისთვის გამოიყენეთ მხოლოდ მოკლე ხერხის პირები.
დადეთ ელექტროხელსაწყო საყრდენი ფირფიტის ნაწიბურით (2) ნამზადზე, ამასთან ხერხის პირი არ უნდა ეხებოდეს ნამზადს (1), და ჩართეთ ელექტროხელსაწყო. თუ ელექტროხელსაწყოს აქვს სვლის სიხშირის რეგულატორი, დააყენეთ მაქსიმალურზე. მყარად მიადეთ ელექტროხელსაწყო ნამზადს და სახერხი პირი ნელა ჩაუშვით ნამზადში.
როგორც კი საყრდენი ფირფიტა (2) სრული სიბრტყით დაჯდება ნამზადზე, გააგრძელეთ ხერხვა გრძივი მიმართულებით ხერხვის საჭირო ზოლზე.
გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად სახერხი პირი (1) შეგიძლიათ მოატრიალოთ 180° და ამოძრაოთ ელექტროხელსაწყო შესაბამისი ბრუნით.
მყარი ბიმეტალური სახერხი პირები შეგიძლიათ გამოიყენოთ მაგ.: კონსტრუქციის გამოშვერილი ელემენტების მოსაჭრელად, როგორიცაა წყლის მილები, უშუალოდ კედელზე.
- სახერხი პირის სიგრძე უნდა აღემატებოდეს დასამუშავებელი დეტალის დიამეტრს. არსებობს უკუ გამოგდების საშიშროება.
მიადეთ სახერხი პირი უშუალოდ კედელს და ოდნავ მოხარეთ, ელექტროხელსაწყოს გვერდზე ზეწოლით, სანამ საყრდენი ფირფიტა არ მიეყრდნობა კედელში. ჩართეთ ელექტროხელსაწყო და გახერხეთ დასამუშავებელი დეტალი მუდმივი გვერდითა ზეწოლით.