ესპლუატაციაში ჩაშვება

სამუშაო განათება (10) გაძლევთ სამუშაო ზონის განათების შესაძლებლობას გაძლევთ სამუშაო ადგილის არასაკმარისი ზოგადი განათების შემთხვევაში.სამუშაო შენათება (10) ირთვება (12) ამომრთველის ოდნავ დაჭერით. ამ ამომრთველზე უფრო მძლავრი დაჭერისას ირთვება ელექტროხელსაწყო, სამუშაო შენათება ამ დროს ჩართული რჩება.

  • მოერიდეთ პირდაპირ ვიზუალურ კონტაქტს სამუშაო განათებასთან, მას შეუძლია დაგაბრმავოთ.

ბრუნვის მიმართულების გადამრთველის დახმარებით (11) შეგიძლიათ შეცვალოთ ელექტროხელსაწყოს ბრუნვის მიმართულება. მაგრამ ეს შეუძლებელია დაჭერილი ამომრთველით (12).

ბრუნვის მარჯვენა მიმართულება: ბურღვისთვის ან ხრახნების მოჭერისთვის ბრუნვის მიმართულების გადამრთველი გადაიყვანეთ (11) მარცხნივ ბოლომდე.

მარცხენა ბრუნვა: სჭვალების მოსაშვებად ან ამოსახრახნად გადაწიეთ ბრუნვის მიმართულების გადამრთველი (11) ბოლომდე მარჯვნივ.

ბურღვა

GSR 18V-65
დააყენეთ მაბრუნი მომენტის დასაყენებელი რგოლი (3) სიმბოლოზე „ბურღვა“.

GSB 18V-65
დააყენეთ სამუშაო რეჟიმის დასაყენებელი რგოლი (4) სიმბოლოზე „ბურღვა“.

მოჭერა

GSR 18V-65
დააყენეთ მაბრუნი მომენტის დასაყენებელი რგოლით (3) საჭირო მაბრუნი მომენტი.

GSB 18V-65
დააყენეთ სამუშაო რეჟიმის დასაყენებელი რგოლით (4) სიმბოლოზე „ხრახნების მოჭერა/მოშვება“.
დააყენეთ მაბრუნი მომენტის დასაყენებელი (3) რგოლი საჭირო მაბრუნ მომენტზე.

სარტყამი ბურღვა

GSB 18V-65
დააყენეთ სამუშაო რეჟიმის დასაყენებელი რგოლი (4) სიმბოლოზე „დარტყმით ბურღვა“.

ელექტროხელსაწყოს ჩასართავად დააჭირეთ ამომრთველს (12) და გეჭიროთ დაჭერილი.

შუქდიოდი (10) აინთება ოდნავ ან სრულ დაჭერისას ამომრთველზე (12) და აშუქებს სამუშაო დიაპაზონს განათების არახელსაყრელ პირობებში.

ელექტროხელსაწყოს გამოსართავად, აუშვით ამომრთველი (12).

ჩართული ელექტროხელსაწყოს ბრუნების რიცხვი შეგიძლიათ თანაბრად დაარეგულიროთ, ამისათვის ამომრთველზე ზეწოლის გაზრდით (12).

ამომრთველზე სუსტი დაჭერისას (12) ელექტროხელსაწყო მუშაობს ბრუნების დაბალი რიცხვით. ზეწოლის ძალის გაზრდით ბრუნების რიცხვი იზრდება.

მაბრუნი მომენტის დასაყენებელი რგოლის მეშვეობით (3) თქვენ შეგიძლიათ წინასწარ აირჩიოთ მაბრუნი მომენტის საჭირო დონე 20 საფეხურიდან. როგორც კი იქნება მიღწეული მაბრუნი მომენტის დაყენებული დონე, შესაცვლელი იარაღი ჩერდება.

  • მოიყვანეთ მოქმედებაში გადაცემების გადამრთველი (5)მხოლოდ გამორთულ ელექტროხელსაწყოზე.

1-ლი გადაცემა:

ბრუნთა დაბალი რიცხვის დიაპაზონი; დიდი დიამეტრის ბურღებთან მუშაობისას ან სჭვალების ჩასაბრუნებლად.

მე-2 გადაცემა:

ბრუნთა მაღალი რიცხვის დიაპაზონი მცირე დიამეტრის ბურღებთან სამუშაოდ.

  • ყოველთვის გადაწიეთ გადაცემათა გადამრთველი ბოლომდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტროხელსაწყო შეიძლება დაზიანდეს.

ელექტროხელსაწყოს დანიშნულებით გამოყენებისას მისი გადატვირთვა შეუძლებელია. ძალიან მაღალი დატვირთვისას ან სამუშაო ტემპერატურის დასაშვები დიაპაზონიდან გამოსვლისას ბრუნთა სიხშირე მცირდება. ელექტროხელსაწყო ისევ იმუშავებს ბრუნთა მაქსიმალურ სიხშირეზე მხოლოდ დასაშვები სამუშაო ტემპერატურის მიღწევისას.

თუ ამომრთველი არ არის დაჭერილი (12), საბურღი შპინდელი და შესაბამისად, ინსტრუმენტის დამჭერი (1) დაბლოკილია.

ეს საშუალებას გაძლევთ ჩაახრახნოთ ხრახნები განმუხტული აკუმულატორით (7) ან ელექტროხელსაწყოს სახრახნისის სახით გამოყენებისას.

სწრაფი გამორთვის ფუნქცია (KickBack Control) უზრუნველყოფს ელექტროხელსაწყოს უკეთესს კონტროლს და ამრიგად აუმჯობესებს მომხმარებლის დაცვას სხვა ელექტროხელსაწყოებთან შედარებით KickBack Control-ის გარეშე. ელექტროხელსაწყოს მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ბრუნვისას საბურღი ღერძის გარშემო ელექტროხელსაწყო გამოირთვება.

სწრაფი გამორთვის ფუნქციის გააქტიურების სიგნალირება ხდება სამუშაო განათების (10) ციმციმით და ასევე ღილაკის «KickBack Control» (9) წითელი შუქის ციმციმით ელექტროხელსაწყოზე.

განმეორებითი ჩართვისთვის აუშვით ამომრთველი  და ისევ დააჭირეთ მას.

  • Kickback Control გაუმართავი ფუნქციის შემთხვევაში, ელექტროხელსაწყო არ ირთვება. ელექტროხელსაწყოს შეკეთება ნებადართულია მხოლოდ კვალიფიციური პერსონალის მიერ და მხოლოდ ორიგინალური სათადარიგო ნაწილების გამოყენებით.

ამ ფუნქციის გამორთვა შეიძლება დაჭერით ღილაკზე «KickBack Control» (9). თუ ელექტროხელსაწყოს არ იყენებთ 5 წუთზე მეტხანს ან თუ აკუმულატორი ამოღებულია, სწრაფი გამორთვის ფუნქცია ავტომატურად ჩაირთობა ისევ. ფუნქციის მიმდინარე მდგომარეობის სიგნალირება ხდება ღილაკი «KickBack Control» (9) შუქდიოდით.

ფუნქცია KickBack Control (9) მდგომარეობის ინდიკატორი

მნიშვნელობა/მიზეზი

გადაჭრა

მწვანე

ფუნქცია KickBack Control ჩართულია

ყვითელი

ფუნქცია KickBack Control გამორთულია

დააჭირეთ ღილაკს «KickBack Control»

წითელი შუქი

გააქტიურდა სწრაფი გამორთვის

გამორთეთ და ისევ ჩართეთ ელექტროხელსაწყო