გამოყენების მითითებები
- დააყენეთ ელექტროხელსაწყო ხრახნზე მხოლოდ გამორთულ მდგომარეობაში. მბრუნავი მოსახსნელი ინსტრუმენტი შეიძლება ჩამოცურდეს.
მყარ მასალაში დიდი და გრძელი ხრახნების ჩახრახნამდე, წინასწარ უნდა გახვრიტოთ ჭრის კერნის დიამეტრის შესაბამისი ხვრელი დაახ. ხრახნის 2/3 სიგრძეზე.
ბიტის ან საცმი ბიტის მოსახსნელად შესაძლებელია დამხმარე იარაღის გამოყენება.
ქამრის ზამბარიანი დამჭერი (იხ. ნახ. C)
ქამრის ზამბარიანი დამჭერის მეშვეობით (6) შეიძლება ელექტროხელსაწყოს ჩამოკიდება, მაგალითად, ქამარზე. ასეთ შემთხვევაში ხელები თავისუფალი გექნებათ, ხოლო ელექტროხელსაწყო ყოველთვის მზად იქნება.