ხშირად დასმული კითხვები

რომელი სამუხტი მოწყობილობა შესაფერისია ჩენი აკუმულატორისთვის?

Bosch Professional 12 და 18 ვ ყველა აკუმულატორი თავსებადია Bosch Professional 12 და 18 ვ ყველა სამუხტ მოწყობილობასთან და AMPShare-ს პარტნიორების ყველა 18 ვ სამუხტ მოწყობილობებთან.

პროფესიონალ მომხმარებლებს ვურჩევთ გამოიყენონ სამუხტი მოწყობილობა აკუმულატორით, რომლის (სრული) დამუხტვის დრო 1 სთ-ზე ნაკლებია.

დამუხტვის დროის ყველა მითითება იხ. ონლაინ სახელმძღვანელოში ან ვაბსაიტზე Bosch Professional.

რამდენი დრო სჭირდება ჩემი აკუმულატორის სრულ დამუხტვას?

აკუმულატორის დამუხტვის დრო დამოკიდებულია ორ ფაქტორზე:

დამუხტვის ყველა მითითება იხ. ონლაინ-სახელმძღვანელოში (დამუხტვის დრო) ან Bosch Professional ვებ-გვერდზე.

შეიძლება, თუ არა აკუმულატორის დატოვება დასამუხტ მოწყობილობაში?

როგორც კი აკუმულატორი სრულად დამუხტული იქნება და დასამუხტი მოწყობილობა გიჩვენებთ ამას, დამუხტვის პროცესი დასრულდება.

აკუმულატორი შეგიძლიათ დატოვოთ დასამუხტ მოწყობილობაში, მაგრამ არა ხანგრძლივი დროით.

რა ტემპერატურაზე უნდა დამუხტოთ, გამოიყენოთ და შეინახოთ აკუმულატორი?

რა ნიშნები მიუთითებს აკუმულატორის შეცვლის აუცილებლობაზე?

გამოყენების პროცესში აკუმულატორი კარგავს ტევადობას. ეს ნიშნავს, რომ დამუხტვის დრო მცირდება, და დრო, როდესაც აკუმულატორი გასცემს ენერგიას, ასევე მცირდება, მაშინაც როცა გეჩვენებათ, რომ ის ბოლომდე დამუხტულია.

აკუმულატორის დამუხტვის როგორი დონე არის ოპტიმალური ხანგრძლივი შენახვისთვის?

ხანგრძლივი შენახვისთვის იდეალურად უხდება დამუხტვის 30–50 % დონე.

აკუმულატორის დამუხტვის როგორი დონე არის ოპტიმალური მოქმედების ხანგრძლივი ვადისთვის?

მოქმედების ხანგრძლივი ვადისთვის იდეალურად უხდება დამუხტვის 80 % დონე.

რა მოქმედებს აკუმულატორის ცვეთაზე?

აკუმულატორის მუშაობის ვადა დამოკიდებულია დამუხტვის დენისგან, რომელსაც აკუმულატორი იღებს ელექტროინსტრუმენტთან მუშაობისას. განმუხტვის დენის მაჩვანებლები შეიძლება განსხვავდებოდეს არჩეული ელექტროინსტრუმენტის და გამოყენების ვარიანტებისგან გამომდინარე.

თუ განმუხტვისას, აკუმულატორი ძალიან ცხელდება, სისტემა «Electronic Cell Protection (ECP)» არეგულირებს ლექტროინსტუმენტის სიმძლავრეს იქამდე, სანამ აკუმულატორი არ მიაღწევს ოპტიმალურ სამუშაო ტემპერატურას. ამიტომ Bosch-ის ლითიუმ-იონური აკუმულატორების გამოყენებისას, გადახურების რისკი გამორიცხულია. ამგვარად, უზრუნველყოფილია მაქსიმალური მომსახურების ვადა.

იმისთვის, რომ აკუმულატორი რაც შეიძლება დიდხანს გემსახუროთ, აუცილებელია დაიცვათ რამდენიმე მარტივი წესი მისი შენახვის, გამოყენებისა და დამუხტვისას.

როგორ მოვახდინოთ ძველი ბატარეების უტილიზაცია?

სპეციალიზებული მაღაზიები უფასოდ იზრუნებენ Bosch-ის აკუმულატორების ეკოლოგიურად უსაფრთხო უტილიზაციაზე. ამაში მათ ეხმარებათ აკუმულატორების საერთო დაბრუნების სისტემა.

ამგვარად ხდება რესურსების დაზოგვა, ხოლო მასალები ბრუნდება წარმოების პროცესში.

თავსებადია, თუ არა Bosch Professional აკუმულატორები სხვა ელექტროხელსაწყოებთან?

Bosch Professional ყველა 18 ვ აკუმულატორი თავსებადია შემდეგ ელექტროხელსაწყოებთან:

რა არის Bosch-ის სითბური კონტროლის სისტემა და ტექნოლოგია COOLPACK?

აკუმულატორის მუშაობისას, მის ელემენტებში ხდება სითბოს გამომუშავება. თუ სითბოს გამოყვანა არ ხდება, აკუმულატორის ელემენტები ცხელდება. ამ დროის განმავლობაში ამან შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება.

სითბოს გამფანტველი მასალები და ეფექტური კონსტრუქცია უზრუნველყოფს ელემენტების გაგრილებას და მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს ბატარეის ხანგრძლივობას და მუშაობის ხანგრძლივობას.

Bosch-ის სითბური კონტროლის სისტემა და ტექნოლოგია COOLPACK უზრუნველყოფს სითბოს სწრაფ და თანაბარ გამოყვანას აკუმულატორის შიდა ელემენტებიდან გარე ელემენტებზე.