აკუმულატორის გაგრილების სისტემა (Active Air Cooling)

სამუხტი მოწყობილობა აკონტროლებს ჩადგმული აკუმულატორის ტემპერატურას. აკუმულატორის გაგრილების საჭიროების შემთხვევაში, ირთვება ვენტილატორი.

აკუმულატორის გაგრილება ხდება 3 ეტაპად:

წინასწარი გაგრილება

თუ დამუხტვის დაწყებამდე ჩადგმული აკუმულატორის ტემპერატურა აჭარბებს 45 °C, ირთვება ვენტილატორი, აკუმულატორის უფრო სწრაფად გასაგრილებლად 45 °C-ზე უფრო დაბალ ტემპერატურამდე და დამუხტვის პროცესის გასაშვებად.შემდეგ იწყება დამუხტვის პროცესი.

გაგრილება-დამუხტვის პროცესში

ვენტილატორი აგრილებს აკუმულატორს დამუხტვის დროს.

შემდგომი გაგრილება

საჭიროების შემთხვევაში, ვენტილატორი აგრძელებს მუშაობას დამუხტვის პროცესის დასრულების შემდეგ. თუ დამუხტვის შემდეგ, აკუმულატორის გაგრილება არ არის საჭირო, ვენტილატორი გამოირთვება.