ქსელური ურთიერთმოქმედების ფუნქციები
ქსელური ურთიერთმოქმედების გამოყენებისთვის ჯერ საჭიროა მობილური მოწყობილობის შესაბამისი აპლიკაცია.

- ჩამოტვირთეთ აპლიკაცია შესაბამისი მაღაზიიდან (Apple App Store, Google Play Store).
ყურადღება: საჭირო იქნება მომხმარებლის დარეგისტრირება აპლიკაციების შესაბამის მაღაზიაში.
- აირჩიეთ აპლიკაციაში ქვეპუნქტი MyTools ან Connectivity.
მობილური ტერმინალის ეკრანზე გამოსახული იქნება ელექტროხელსაწყოს ტერმინალთან ჩართვის ყველა დანარჩენი ნაბიჯები.
ჩაშენებული Bluetooth® Low Energy მოდული აგზავნის სიგნალს დროის თანაბარი ინტერვალებით. ექსპლუატაციის პირობებიდან გამომდინარე შეიძლება საჭირო იყოს გადაცემის რამდენიმე ინტერვალი, სანამ ელექტროხელსაწყო ამოცნობილი იქნება. თუ ელექტროხელსაწყო ვერ ამოიცნო, შეამოწმეთ შემდეგი:
- მობილურ მოწყობილობამდე მანძილი ძალიან დიდია?
შეამცირეთ მანძილი მობილურ მოწყობილობას და ელექტროხელსაწყოს შორის. - გამორთეთ და ისევ ჩართეთ Bluetooth® თქვენს მობილურ მოწყობილობაზე.
შეამოწმეთ, ამოიცნობს თუ არა ელექტროხელსაწყოს ახლა.
თუ დაკავშირებულია Bluetooth® Low Energy მოდულის მეშვეობით GCY 301‑42 ელექტროხელსაწყოსთვის ხელმისაწვდომი იქნება ურთიერთმოქმედების შემდეგი ფუნქციები:
- რეგისტრაცია და პერსონალიზაცია
- მდგომარეობის შემოწმება, გაფრთხილების გამოყვანა და შეტყობინებები შეცდომების შესახებ;
- ზოგადი ინფორმაცია და პარამეტრები
- მართვა
დამატებითი ინფორმაცია იხ. მობილური აპლიკაციის მენიუში „დახმარება“.